სამშაბათი 23, ოქტომბერი 2018

უცხოური მართვის მოწმობის ქართულით შეცვლის ახალი წესი ამოქმედდა

11, ოქტომბერი 2018 15:46:00

დღეიდან უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი ამოქმედდა.

იმისათვის, რომ მოქალაქემ საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა შეძლოს, აუცილებელია, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდეს  მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე. 

ახალი რეგულაციის თანახმად საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინოს: განცხადება;  

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;  

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;  კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და  მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა.

7792

დღის ამბები