ხუთშაბათი 13, დეკემბერი 2018

დე ფაქტო პროკურატურამ მაია ოთინაშვილს 10 დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა“

03, ოქტომბერი 2018 18:00:00

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციით, ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა 2-თვიანი, არამედ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მმართველის გუნდის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  ომბუდსმენისგან მიიღეს ინფორმაცია მაია ოთინაშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე. დეპუტატი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ გატაცების ფაქტით.

ამ დროისთის, ყველა შესაბამისი უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, იმისთვის, რომ ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მაია ოთანაშვილი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. საქართველოს პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცდილობს ჰქონდეს ყველა მექანიზმი მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.