პარასკევი 19, ოქტომბერი 2018

სამსახურის მაძიებლები დღეს ბათუმში პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ

22, სექტემბერი 2018 21:30:00

სამსახურის მაძიებლები დღეს ბათუმში პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ. “ჩვენ გეძებთ შენ“ - ამ სლოგანით ფესტივალში 20-მდე დამსაქმებელი მონაწილეობდა. ვაკანსიები ძირითადად მომსახურების სფეროსა  და საბანკო სექტორში იყო. მსურველებს გასაუბრება არაფორმალურ გარემოში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდათ. 

პროექტის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა. ბათუმამდე მსგავსი ღონისძიება 3 ქალაქში ჩატარდა. “ბათუმი ჯობსის“ ფარგლებში ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა - გაყიდვაც გაიმართა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის პროგრამაში იყო კონცერტიც.  დასაქმების ფესტივალის ორგანიზატორი studentjob.ge და  HR hub - ია, მხარდამჭერი კი ბათუმის მერია.


დღის ამბები