პარასკევი 16, ნოემბერი 2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა ჩაიშალა

14, სექტემბერი 2018 21:15:00

ჩაშლილი შეხვედრა და ულტიმატუმის ენა - ერგნეთში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გამოითქვა, რის გამოც, მონაწილეებმა დისკუსიის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

89-ე შეხვედრა დღეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების პროტესტის გამო ჩაიშალა. ისინი დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღებას ითხოვდნენ, რასაც უთანხმოება მოჰყვა. საქართველოს სუს-ის ცნობით, ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.

355

დღის ამბები