კვირა 23, სექტემბერი 2018

პროკურატურა ლევან ყიფიანს ორშაბათს გამოკითხავს

14, სექტემბერი 2018 18:19:00

საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. თბილისის პროკურატურამ მედიაში

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესწავლა დაიწყო. ნინო ლომჯარია არხის ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესსა და კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრეს.  არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, ტელეკომპანიაზე თავდასხმა ხორციელდება და ჟურნალისტებს მუშაობის უფლება ეზღუდებათ.

51

დღის ამბები