კვირა 23, სექტემბერი 2018

მშენებარე სტადიონიდან კაცი გადმოვარდა

12, სექტემბერი 2018 21:40:00

სტადიონის მშენებლობიდან გადმოვარდნილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო დაწესებულებაში იგი ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. პაციენტის მკურნალობის ხარჯებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფარავს. სტადიონზე ხარაჩოს დემონტაჟისას, კიდევ ერთი მუშა დაშავდა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

ადგილზე იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრიც, რომლის უწყებაც აშენებს ბათუმში სტადიონს. იგი სამშენებლო ობიექტზეც მივიდა, სტადიონზე იმყოფებოდა ასევე შპს ''სტადიონის'' დირექტორი.

პასუხისმგებელი პირები ირწმუნებიან, რომ ობიექტზე უსაფრთხოების კუთხით დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაზე დასკვნას სპეციალისტები დადებენ. იგივეს ამტკიცებენ სამშენებლო კომპანია „ანაგშიც“, აქაც საქმის შესწავლას აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.  ცნობილია რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს, აჭარაში ობიექტების შემოწმება ჯერ არ დაუწყია, ასე რომ უცნობია რეგიონში ზოგადი სურათიც კი რამდენ ობიექტზე, ან რომელ ობიექტებზეა დარღვეული სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები. 


დღის ამბები