კვირა 23, სექტემბერი 2018

ზღვისპირა კურორტებზე მიმდინარე კვირა ცხელი და მზიანი იქნება

20, აგვისტო 2018 17:44:00

შავიზღვისპირა კურორტებზე მიმდინარე კვირის განმავლობაში ცხელი და მშრალი ჰაერის მასები ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც დღისით უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ ცალკეულ პერიოდში სიცხის ფონზე ღამის საათებში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა ზღვისპირა ზოლში ღამით +21, +23, დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო კურორტებზე ბოლო დღეებია მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა კი +27, +29 გრადუსია. მსგავსი სტაბილური სიტუაცია გამოწვეულია, ანტიციკლონის გამყარებით, რომელიც განაპირობებს მშრალ და უღრუბლო ამინდს.

ანტიციკლონი - ეს არის მაღალი ატმოსფერული წნევის არე, რომელიც მოთავსებულია ციკლონებს შორის, მას უმეტესად უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა ახასიათებს.


დღის ამბები