ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

ბათუმი ქობულეთის ავტობანზე ავტოავარია მოხდა - არიან დაშავებულები

10, აგვისტო 2018 17:54:00

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე (ავტობანზე) ავარია მოხდა. შსს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა.  შეჯახების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინლური სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ვიდეო, მაგისტრალიდან თვითმხილველმა მოგვაწოდა. 

ახალ გახსნილ მაგისტრალზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არ არის. შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად მამაკაცი და ორი ტყუპი ბავშვი გარდაიცვალნენ. 

847