ორშაბათი 20, აგვისტო 2018

ციკლონი ძალას კარგავს და ძლიერი წვიმა აღარაა მოსალოდნელი

10, აგვისტო 2018 13:04:00

შავი ზღვის სანაპირო ზოლში ციკლონი ძალას კარგავს და დღის ბოლომდე ინტენსიური წვიმა აღარ არის მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, მომდევნო ორი დღე არ იქნება მშრალი. პერიოდულად ხანმოკლედ იწვიმებს.

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენით აჭარაში 2 დღეა პერიოდულად აღინიშნება ძლიერი წვიმა.

დღეს დილიდან, სანაპირო ზოლში უფრო ინტენსიურად მოხდა ციკლონთან არსებული ღრუბელთა ძლიერი ნაკადის გადმონაცვლება​, რის გამოც ბათუმსა და ქობულეთში ერთ საათში ძლიერი ნალექი (დატბორვის კატეგორია) მოვიდა.