კვირა 21, ოქტომბერი 2018

ბათუმში გმირთა მოედანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

10, აგვისტო 2018 12:00:00

დღეს დილით, ბათუმში, გმირთა მოედანზე ავტოავარია მოხდა. მსუქბუქი ავტომობილი მეორე  ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ,  შეჯახება ძლიერი იყო, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.  

"ერთი ადგილზე გარდგაცვლილი დაგვხვდა, ხოლო  მგზავრი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო," - გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. 

სავარაუდოდ, გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, დაშავებული კი  მგზავრია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის კაცია. 

"გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მეორე  ავტომობილს  შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაცივალა. ერთი პირი გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ამბობენ შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

 

 

6000