ორშაბათი 20, აგვისტო 2018

აჭარას მთავრობის ახალი თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ჰყავს

21, ივლისი 2018 18:30:00

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე რეგიონის ახალი მთავრობა ფარული კენჭისყრით 14 ხმით დამტკიცდა.

კენჭისყრამდე კი თორნიკე რიჟვაძემ კითხვებს უპასუხა. მან დღეს რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ აჭარა არის მულტიკულტურული, მულტირელიგიური რეგიონი, ბათუმში მეჩეთი კი ქართული ფულით უნდა აშენდეს.

ფოტო:სოციალური ქსელი