ორშაბათი 20, აგვისტო 2018

ოპონენტები თორნიკე რიჟვაძეს აფასებენ

20, ივლისი 2018 21:18:00

თორნიკე რიჟვაძისა და მინისტრების პასუხები დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ვერ მოისმინეს კონკრეტული ხედვა რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით.

ამბობენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ რიჟვაძესა და მის გუნდს. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ამბობს, რომ სამთავრობო პროგრამის წარდგენის ვალდებულება მას არ ჰქონდა, თუმცა ოპონენტებთან თავის ხედვაზე მაინც ისაუბრა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც უკვე გითხარით “ქართულ ოცნებას” ფრაქციულ ფორმატში კანდიდატებისთვის აღარ მოუსმენია, ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ რეგიონის მთავრობის წევრობის კანდიდატებს.