ორშაბათი 20, აგვისტო 2018

მძიმედ დაავადებული ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

20, ივლისი 2018 21:02:00

ტრანსგენდერი ქალი სამძიმრის გარეშე, პროზექტურიდან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს და დაკრძალეს – ლიკას ბაბუა გვიყვება, რომ გარდაცვლილი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე დაავადებას ებრძოდა, ექსპერტიზის ბიუროდან დედამ გამოიყვანა.

ტრანსგენდერის გამოსვენებას სახლიდან თავიდანვე არ გეგმავდა ბებია, რომელიც ამბობდა, რომ ამაში მძიმე დაავადებების გადადების საფრთხეს ხედავდა, რასაც აბსოლუტურად გამორიცხავდნენ მედიკოსები.

თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ფაქტი ჰომოფობიური მიდგომის რეალური გამოვლინებაა. ცნობისთვის 25 წლის ლიკა ოჯახიდან წლების წინ წამოვიდა, მას ბოლო პერიოდში დედა საერთოდ არ უნახავს და ბაბუა უვლიდა.