ორშაბათი 20, აგვისტო 2018

რას ნახავენ ვიზიტორები შქერნალის ალპურ ბოტანიკურ ბაღში?

20, ივლისი 2018 21:22:00

გრანდიოზული და ოფიციალური გახსნა სამომავლოდ იგეგმება, თუმცა უკვე ჩანს ის კონტურები და უნიკალურობა, რომლის ნახვასაც ვიზიტორები 2019 წლიდან შეძლებენ – საუბარია ალპურ ბოტანიკურ ბაღზე, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა ეღირება ბილეთი.

ასევე ზუსტი თარიღი, როდის გაიხსნება ობიექტი, რომელსაც უკვე უწინასწარმეტყველებენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ობიექტის სტატუსს, თუმცა ცნობილია, რომ გოდერძის უღელტეხილზე პირველ რიგში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ალპური ბაღების მენეჯერები ეწვევიან.