კვირა 22, ივლისი 2018

ახალი გუნდი რეფორმებს აანონსებს

12, ივლისი 2018 21:01:01

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის განახლებული გუნდი პარლამენტის ნდობას მოიპოვებს. ასე ფიქრობენ მმართველ გუნდშიც. ,,ქართული ოცნების” ლიდერებს  მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა საქმიანი პოლიტიკა აირჩია, რასაც მათი მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სამთავრობო გუნდის ახალ სახეებს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, რაც მათ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორცილებაში ხელს შეუშლის.