კვირა 22, ივლისი 2018

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა – შეფასებები

12, ივლისი 2018 18:18:00

მამუკა ბახტაძის არჩევანს ახალ სახეებთან, ასევე ძველი მინისტრების გუნდიდან გასვლასა თუ დარჩენასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.


ამ შემთხვევაშიც პოზიციისა და ოპოზიციის აზრი და პოლიტიკური გემოვნება ორად გაიყო. მმართველი გუნდი საქმიანად აფასებს მამუკა ბახტაძის პოლიტიკას და ახალი სახეების გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, უმცირესობა კი წარმოდგენილ გუნდში ვერ ხედავს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ფიგურებს.