სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს გამართავს

12, ივლისი 2018 18:20:00

გიორგი მარგველაშვილი ხვალ აჭარაში ჩამოდის. დილიდან პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს გამართავს ადგილობრივ დეპუტაციასთან. შეხვედრის მთავარი თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაა.

გასულ კვირას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. კონსულტაციების  შემდეგ პრეზიდენტმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურა უნდა დაასახელოს, რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ კი ის დაამტკიცოს.

ამ დრომდე უცნობია, როგორია პრეზიდენტის დამოკიდებულება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. 


დღის ამბები