სამშაბათი 25, სექტემბერი 2018

ხვალ  ბათუმში  დასაქმების  ფორუმი  გაიმართება

12, ივლისი 2018 12:00:00

 ხვალ ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება. იგი 14:00-დან 16:00 საათამდე სასტუმრო “ვინდემ ბათუმში” ჩატარდება. ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში 35-მდე დამსაქმებელი 2 000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს  მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.

377

დღის ამბები