კვირა 22, ივლისი 2018

შსს: სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კახეთში ავარიულად დაეშვა

12, ივლისი 2018 11:13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, დღეს 08:30 საათზე, კახეთში, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა, - ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს. 

ვერტმფრენი, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა. ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. 

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

110