სამშაბათი 25, სექტემბერი 2018

ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას - პრემიერ მინისტრი

12, ივლისი 2018 09:19:00

საქართველოს პრემიერ მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი გუნდი საკანონმდებლო ორგანოს ნდობას მოიპოვებს. მამუკა ბახტაძის თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრები შეძლებენ, მცირე მთავრობის კონცეფციას მოერგონ და ეფექტურად იმუშავონ

''მე დარწმუნებული ვარ ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას - იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი. დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში. რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული'' - განაცხადა პრემიერმა.

დღესვე, მამუკა ბახტაძემ გაწეული სამუშაოსთვის ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი გუნდში რჩებიან. 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა,  მინისტრთა ნაწილი კი, თანამდებობებს ინარჩუნებენ. 

324

დღის ამბები