კვირა 22, ივლისი 2018

ნატოს სამიტის დეკლარაცია - „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“

11, ივლისი 2018 21:25:00

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ნათქვამია ნატო-ს ლიდერების მიერ გამოცემულ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკის და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამასთან ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ამ სამი ქვეყნიდან. ნატო-ს ლიდერები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო-ს პარტნიორებს უფლება აქვთ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ. დეკლარაციაში აღნიშნულია, ნატო  ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი MMAP იქნება. ,,ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიებში. ეს ძალისხმევა ცხადყოფს საქართველის ერთგულებას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში”, - ნათქვამია დეკლარაციაში.

176