პარასკევი 19, ოქტომბერი 2018

ინციდენტი ბათუმში -ეკა ჭითანავა ძალადობის ფაქტს უარყოფს

08, ივლისი 2018 15:25:00

რუსი გულშემატკივრის მიმართ ძალადობის ფაქტს უარყოფს და ადვოკატის აყვანას გეგმავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი. “მთავართან” საუბარში   ეკა ჭითანავამ  დეტალურად გაიხსენა ბათუმში, ხორვატია - რუსეთის მატჩის მიმდინარეობისას, მომხდარი ინციდენტი.

როგორც ის ყვება,  მატჩის ყურების დროს რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რუსულ დროშას აფრიალებდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და  საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის დროშის ფრიალი ხმამაღლა გააპროტესტა.  მასსა და რუს ტურისტს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

რუსეთის მოქალაქემ სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინა და ეკა ჭითანავას ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.


დღის ამბები