კვირა 22, ივლისი 2018

''ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა'' - მამუკა ბახტაძე

20, ივნისი 2018 13:10:00

საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა სხდომაზე საგარეო პოლიტიკასა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის  საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისათვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ თანამშრომლობის ყველა მექანიზმს გამოიყენებენ. 

''ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს და ვუზრუნველყოფთ ევროინტერგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, პროგნოზირებადობას და გამჭვირვალობას. სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჩვენი უნიკალური კულტურით, დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, რომელთანაც ცივილიზაციური ერთობა გვაკავშირებს.  საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების. სუვერენიტეტის გამტკიცება. ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა'' - განაცხადა კანდიდატმა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, გაგრძელდება კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში,  ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად. 

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცნობს. 

 

362