კვირა 24, ივნისი 2018

რამადან ბაირამზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

14, ივნისი 2018 13:36:00

ხვალ, 15 ივნისს, ისლამური კალენდრის მიხედვით, მუსლიმანები  ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის #12 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

12 ნომერი ავტობუსი დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე უფასოდ იმოძრავებს.  ავტობუსი თბილისის მოედნიდან მახოს ხიდამდე მიდის.