კვირა 24, ივნისი 2018

აქტიურად განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა - ''ქართული ოცნების'' წევრი

14, ივნისი 2018 11:50:00

პარლემენტარი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში პრემიერობის კანდიდატად აქტიურად მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება. 

"ქართული ოცნების" წევრმა ეს განცხადება ბათუმში საერთაშორისო კონფერენციზე „საქართველოს ევროპული გზა“ გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას განიხილავს - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას,  ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის.