კვირა 24, ივნისი 2018

პრემიერის გადადგომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა

13, ივნისი 2018 18:30:00

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად,  მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე, შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

 მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.

 

 

87