შაბათი 15, დეკემბერი 2018

მელიქიშვილის 58 ნომერში ამხანაგობა ერთობა 21 ახალი სამეზობლო კორპუსთან გაყოფის მიზნით კედელს აშენებს

13, ივნისი 2018 18:00:00

 მელიქიშვილის 58  ნომერში ამხანაგობა ერთობა 21 ახალი სამეზობლო კორპუსთან გაყოფის მიზნით კედელს აშენებს. მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნით სხვა უბნის  ბავშვებიც სარგებლობენ რაც ხმაურს იწვეს, ღამით კი საფრთხეს წარმოადგენს.

ძველი კორპუსის ეზოდან რამდენიმე მეტრში  მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა. სწორედ  ამ კორპუსთან  ვერ გაიყვეს, მათ  ეზო და კედლის ამოშენების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ამბობენ რომ ღობე აქ მანამდეც არსებობდა.

ამ ფაქტმა მეზობლებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.კორპუსის მცხოვრებლების თქმით აღნიშნული ტერიტორია მათი საკუთრებაა და უკანონოს არაფერს ჩადიან. ისინი მალე ხელმოწერების შეგროვებას და სპორტული მოედნის ნაცვლად ტრენაჟორების დადგმას აპირებენ.კედლის ამოშენების უკმაყოფილების გამო ახალაშენებული კორპუსის ინვესტორი მერიაშიც იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ მათ შორის შეთანხმება შედგა.მერიაში კედლის ამოშენება  უკანონოდ არ მიაჩნიათ.


დღის ამბები