ოთხშაბათი 24, ოქტომბერი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტო-ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია

13, ივნისი 2018 16:00:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა და მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული - აცხადებს სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფროსი.

ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები დამუშავდა, ხოლო ცივი შესხურებით - 4 000-მდე ჰექტარი.

ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

249

დღის ამბები