ოთხშაბათი 19, დეკემბერი 2018

ე. წ საფრის ხიდზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა

25, მაისი 2018 21:06:00

ხიდზე, რომლის სავალალო მდგომარეობაზეც გუშინ რეპორტაჟი გავიდა “მთავარში”, მოძრაობა შეზღუდეს. ე.წ.  საფრის ხიდზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

სოფელ დანისპარაულში ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე. ამ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ცნობისთვის, ამ ხიდს რეაბილიტაცია ბოლოს 2016-17 წლებში ჩაუტარდა, რისთვისაც 99 ათასი ლარი დაიხარჯა. 

453

დღის ამბები