სამშაბათი 25, სექტემბერი 2018

პრემიერი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა

25, მაისი 2018 21:05:00

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიზიტად მყოფმა ლიეტუვას რესპუბლიკის პირველ პირს საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ დღეს პრემიერ მინისტრმაც უმასპინძლა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ავთენტური დასახელების აღიარებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

შეხვედრაზე, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.  
 

დღესვე, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა  მემორიალი გვირგვინით შეამკო.

309

დღის ამბები