კვირა 24, ივნისი 2018

წყლის დეფიციტი ციხისძირში

25, მაისი 2018 21:16:00

სასმელი წყლის დეფიციტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში - სოფელი ციხისძირის დაბლობში მცხოვრები მოქალაქეები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ წყლის პრობლემა მათთვის ახალი არაა და ამის შესახებ დიდი ხანია ცნობილია თვითმმართველობისთვისაც.

ოჯახები საკუთარი ძალებით ცდილობენ რესურსის მობილიზებას. პრობლემას იცნობს “სოფლის წყლის” ახალი ხელმძღვანელი. ამბობს, რომ გამოსავალი ჭაბურღილების მოწყობაა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის იზრუნებენ კონკრეტულად ციხისძირზე.

ცნობისთვის ქობულეთის სოფლების უმრავლესობას მუნიციპალური სერვისით წყალი გრაფიკით მიეწოდება.