ოთხშაბათი 19, დეკემბერი 2018

მერია იაფი სახლის მოსარგებლეთა რეგისტრაციას იწყებს

25, მაისი 2018 21:20:00

ბათუმის მერიამ “ხელმისაწვდომი საცხოვრისის,” იგივე ე.წ. “იაფი სახლის” კრიტერიუმები დაადგინა. ერთ-ერთი მთავარი პირობა გადახდისუნარიანობაა, ანუ ბინის შესყიდვა შეეძლება მოქალაქეს რომლის ოჯახსაც აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი.

მერიაში განმარტავენ რომ ეს პროექტი არაა გათვლილი სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, საუბარია იმ ფენაზე, რომელმაც თავი დააღწია სიღარიბეს,  თუმცა ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ საშუალო ფენად.

კრიტერიუმების წარდგენას მერიაში მესამე სექტორიც ესწრებოდა, ერთ-ერთი შენიშვნა უშუალოდ სამშენებლო პროექტს ეხებოდა, რომელშიც არაა გათვალისწინებული ლიფტი, რაც ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევას ნიშნავს.  

ცნობისთვის კორპუსები რომლის მშენებლობაც 2019 წელს უნდა დასრულდეს ჯამში 40 ბინას მოიცავს, მერიაში კი უკვე შესულია 1000-ზე  მეტი განცხადება.


დღის ამბები