კვირა 21, ოქტომბერი 2018

ადვოკატი მოწმეზე წეზოლაზე საუბრობს

17, მაისი 2018 16:00:00

ადვოკატ დავით ჯაფარიძის განცხადებით, პოლიცია მოწმეზე ზეწოლას ახორციელებს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ბრალდებულების საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს.

16 მაისს საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოწმე ბექა ბალაძე უნდა დაკითხულიყო, თუმცა იგი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ბალაძე პოლიციამ რამდენიმე საათში ხელახლა ისევ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა.

ბრალდებულები ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა ორი წლის დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათი ინფორმაციით, სხეულის დაზიანებები მიიღეს. მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 


დღის ამბები