კვირა 27, მაისი 2018

ოპოზიცია მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

17, მაისი 2018 17:00:00

 ბათუმის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ანთაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მერიამ რამდენიმე ძვირადღირებული მშენებარე ობიექტი ისე ჩაიბარა, რომლებიც დასრულებული არ იყო.

საკრებულოს წევრის თქმით, მისი განცხადება სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეფუძნება, რომელშიც 6 ობიექტის მშენებლობაზე ჩარიცხული თანხები არამიზნობრივ ხარჯადაა აღიარებული.  

ბათუმის მერიაში ბრალდებებზე წერილობითი განმარტება გააკეთეს: „ეს არის მორიგი უსაფუძვლო განცხადება, რომელიც მიზანმიმართულია ნეგატიური ფონის შესაქმნელად“, -ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

149