შაბათი 18, აგვისტო 2018

''9 მილიონს ხარჯავთ იმ პლაჟის რეკლამირებაზე, რომელიც მოუწესრიგებელია'' - გია აბულაძე

17, მაისი 2018 13:18:00

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გია აბულაძე ამბობს, რომ მთავრობა საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

''მილიონობით ლარი იხარჯება პლაჟების რეკლამირებაზე, რომელიც მოუწესრიგებელია'' - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აჭარის ფინანსთა მინისტრს. გია აბულაძის განმარტებით, ბათუმსა და ქობულეთში სანაპირო ზოლი ცუდ მდგომარეობაშია, მოწესრიგების ნაცვლად კი თანხა პიარში იხარჯება. 

დეპუტატის თქმით, ეს წყალში გადაყრილი თანხებია. 

''რა შედეგებს აღწევს მთავრობა მე ვერ ვხედავ და ეს არამიზნობრივი ხარჯებია. რეკლამირების შედეგი ანგარიშში არ არის ასახული. ჩვენ არ გვაინტერესებს წყალში გადაყრილი ციფრები. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ანგარიშში ყველაფერი სამართლებრივად უნდა აისახოს'' ამბობს გია აბულაძე. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დღეს უმაღლეს საბჭოში უსმენენ. რამაზ ბოლქვაძე დეპუტატებს ანგარიშს აცნობს. 

395