შაბათი 18, აგვისტო 2018

ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, ხელი შეეწყოს ლგბტ+ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას

17, მაისი 2018 12:00:00

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ მათ ცხელი ხაზის მეშვეობით.

434