შაბათი 18, აგვისტო 2018

ირაციონალური შიში - ჰომოფობია

17, მაისი 2018 15:00:00

ფოტო: გიორგი გოგუას (ლიბერალი) - გადაღებულია 17 მაისს, საქართველოში 

 

1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო, სწორედ ამ დღის შემდეგ, ცივილიზებული სამყარო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლით აღნიშნავს და სოლიდარობას უცხადებს ლგბტ თემს.

17 მაისს წლებია აღნიშნავდნენ საქართველოში, თუმცა ყოველწლიურად აქციის მონაწილეებს პრობლემები ექმნებოდათ. 

ფოტო: რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოში ლგბტ თემის მხარდამჭერებმა, უსაფრთხოების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, შეკრება არ გამართეს. რამდენიმე დღით ადრე, სხვადასხვა დაჯგუფებები მუქარის შემცვლელ მესიჯებს ავრცელებდნენ და ამბობდნენ, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს შეკრებილებს დაარბევდნენ. 

სამართალდამცველებთან გამართული შეხვედრების შედეგად, არასამათავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად აქციას არ გამართავდნენ.

რა არის ჰომოფობია?  

ევროპარლამენტის 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული: “ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარ განწყობას და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა”.

ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თითოეული ეს მოვლენა და მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლის მნიშვნელოვანებასა და აუცილებლობას.

მეცნიერებმა მხოლოდ 70-ათიან წლებში დაიწყეს ჰომოფობიის შესწავლა. მას შემდეგ, რაც 1973 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოიღო, მეცნიერები სერიოზულად დაინტერესდნენ მიზეზებით, რომელიც განაპირობებს ძლიერ ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალთა/ ჰომოსექსუალობის მიმართ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით,​ ლგბტი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზე­ბულ, ნაკლებად ხილვად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ სომხეთსა და საქართველოში. 

 

570