კვირა 27, მაისი 2018

''დღეს არაფერს ვაპროტესტებთ'' -''საქართველოს ეროვნული ერთობის''' მსვლელობა თბლისიში

17, მაისი 2018 14:00:00

თბილისში, "საქართველოს ეროვნული ერთობის'' წევრები მსვლელობას აწყობენ. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ქართველი ფაშისტები არიან და მსვლელობის ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

​17 მაისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დრეს ბოლო 7 წელია, აღნიშნავდნენ საქართველოშიც.  უკავშირდება თუ არა ეს მსვლელობა ამ დღეს? ჟურნალისტების ამ კითხვაზე, აქციის წევრებმა განაცხადეს, რომ არაფერს აპროტესტებენ. 

"ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ დღეს, ჩვენ მსვლელობით ვუერთდებით ოჯახის სიწმინდის დღეს" - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან მსვლელობის მონაწილემ.

მსვლელობაზე ახალგაზრდები ბორჯღალოს და ჯვრიანი სამკლაურებით არიან გამოსული. "დაიწყო ჩვენი ორგანიზაციის დევნა და თქვენი დახმარება გვჭირდება, ჩვენ ნაციონალისტები არ ვართ, ასე არ ვამბობთ, ჩვენ ვართ ქართველი ფაშისტები, მორჩა" - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.  

121