კვირა 27, მაისი 2018

სპორტი მთავარში

16, მაისი 2018 21:05:00

• წლის მესამე სუპერტურნირზე, მაისის ბაშოზე აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას. დღეს, ტოკიოში ნაცუ ბაშოს მეოთხე სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოტორმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. გორგაძის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელიც ქართველმა დოჰიოდან მარტივად, იორიკირის ილეთით გადაიყვანა. ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინს 4 დღის ჯამში 4 მოგება დაუგროვდა და ნაცუ ბაშოს რამდენიმე სუმოტორთან ერთად ლიდერობს. ხვალ, ლევანის მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 8:7-ზე აქვს.

• რომში მიმდინარე მასტერსის მეორე წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ორ სეტში 6:4 6:2 დამარცხდა. შეხვედრამ საათსა და 18 წუთს გასტანა, სერბი ჩოგბურთელის უპირატესობა მეორე სეტში აშკარა იყო. მიუხედავად მარცხისა ნიკამ მეორე წრეში გაღწევისთვის 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მერვედფინალში გასული ჯოკოვიჩის მეტოქე ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლა იქნება. ბასილაშვილი კორტზე 17 ნომრიანი მაისურით გავიდა რაც ჩოგბურთში იშვიათობაა, როგორც შემდეგ გაირკვა ეს მაისური ქართველი ჩოგბურთელის სპონსორული შეთანხმების ნაწილი იყო.

• ჰოლანდიის ერედივიზიონში ევროპა ლიგის საგზურისთვის  პლეი-ოფის ფინალში არნემის “ვიტესი" გუშინ "უტრეხტს" შეხვდა. მატჩის გმირი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არნემელთა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია გახდა. მიუხედავად იმისა რომ ვიტესი მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ იგებდა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. კაშიას თავური დარტყმა კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. განმეორებითი შეხვედრა 19 მაისს, უტრეხტის სტადიონზე გაიმართება. ვიტესი ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.

• დღეს ლიონში ევროპალიგის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. "პარკ ოლიმპიკზე" ერთმანეთს ფრანგული მარსელი და ესპანური ატლეტიკო შეხვდებიან. ფინალურ მატჩს ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კიუპერსი განსჯის. მარსელი-ატლეტიკო ტურნირის ისტორიაში 47-ე ფინალია. აღსანიშნავია რომ მადრიდელებს ეს ტურნირი ორჯერ 2010 და 2012 წელს აქვთ მოგებული. მარსელმა კი ევროპაში საკლუბო დონეზე წარმატებას ბოლოს 25 წლის წინ მიაღწია, მაგრამ არა ევროპა ლიგაზე. არათუ მარსელს არამედ არც ერთ ფრანგულ კლუბს აღნიშნული ტურნირი მოგებული არ აქვს. რუდი გარსიას მარსელი დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს წინააღმდეგ, გუნდები შეხვედრას მეტნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, მატჩი თბილისის დროით 22:45 დაიწყება.

• ხელბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის გუნდი გახდა. დღეს ხელბურთელებს ბათუმის მერი შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. ფინალური მატჩი „შავი ზღვის ბიჭებმა“  ქუთაისთან გამართეს. დამატებითი დროისა და შვიდმეტრიანი სერიის შემდეგ ბათუმმა  ქუთაისის გუნდი 31-30 დაამარცხა. "შავის ზღვის ბიჭები" საქართველოს ჩემპიონები მეორედ გახდნენ.

135