კვირა 27, მაისი 2018

განმწესრიგებელი სხდომა ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

16, მაისი 2018 21:25:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი ხაჭაპურიძისა და გიორგი სალთხუციშვილის მკვლელობის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. დაცვის მხარე ფარული ჩანაწერის მტკიცებულად დაშვებას ეწინააღმდეგებოდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებს მკვლელობა მხოლოდ ამ მტკიცებულების საფუძველზე ედებათ.

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს განახლდება. შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობაში, რომელიც ჩაიდინეს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორი ახალგაზრდა გასული წლის 8 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

121