კვირა 21, ოქტომბერი 2018

17 მაისი-ჩატარდება თუ არა ორი აქცია დედაქალაქში?

16, მაისი 2018 21:35:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. პარალელურად სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას.

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ასევე მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. დაგეგმილია მსვლელობაც. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ თანასწორობის  მოძრაობის ინიციატივით აქცია აღარ გაიმართება, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ ცალკეული დაჯგუფებების მიერ პროვოკაციების მოწყობას.

496

დღის ამბები