კვირა 22, ივლისი 2018

2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული საგრძნობლად გაიზარდა

16, მაისი 2018 19:46:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბოლო 4 თვეში  იმ დანაშაულთა რაოდენობა, რომელიც  იყო სიძულვილის მოტივით ჩადენილი, საგრძნობლად გაიზარდა და გადაამეტა 2017 წლის 12 თვის მონაცემებს. 

ამის შესახებ, შს სამინისტროს წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.  

უწყების ინფორმაციით, 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით 53 პირი დააკავეს. 

"2018 წლის მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაიზარდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა" განაცხადა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

ფოტო : სოციალური ქსელიდან

379

დღის ამბები