კვირა 21, ოქტომბერი 2018

ინიციატივები საფინანსო სექტორში

22, აპრილი 2018 21:30:00

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" აანონსებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისი შეფასებით, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან.  მამუკა ბახტაძე აღნიშნავს რომ, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ქვეყნის საბანკო სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა.

მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, პირიქით. მინისტრის ამ განცხადებაზე, საბანკო სექტორის წარმომადგენელთა პასუხებმა არ დააყოვნა, რის შემდეგაც ბახტაძემ ტონი შეცვალა და ბანკირებთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. ამავე შეხვედრაზე გახმოვანდა, რომ დამწყები ბიზნესმენებისთვის ხელისუფლება თანხების მოძიებას დონორი ორგანიზაციებიდან და ბიუჯეტიდან გეგმავს. ახლა, საინტერესო არის ის, თუ რა როლი ექნებათ ამ პროცესში კომერციულ ბანკებს. ფირუზ ბოლქვაძე არკვევდა დეტალებს.

431

დღის ამბები