ორშაბათი 23, აპრილი 2018

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 

17, აპრილი 2018 14:00:00

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა – „ბათუმი 2018“ –ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა ცოტა ხნის წინ. აჩვენეს მასშტაბური სპორტული ღონისძიების  საიმიჯო რგოლი.  საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექსჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი და ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.