ორშაბათი 23, აპრილი 2018

ანალიზები პარაზიტებზე და სტრესი მოზარდებისთვის - მე-14 ბაღში გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო

17, აპრილი 2018 16:30:00

ბათუმის მე- 14 საბავშვო ბაღში პარაზიტებზე ანალიზების  ჩატარების  პროცესს  ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი აპროტესტებს. ინგა დავითაძის თქმით, პროცედურების დროს, ჰიგიენის ნორმები დაცული არ იყო და აღსაზრდელებს გამოკვლევა ჯგუფურად უტარდებოდათ. მშობელი ირწმუნება, რომ ყველა აღსაზრდელი გახდილი ჰყავდათ, რამაც მის შვილზე ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია.  

ინგა დავითაძემ ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ წებოვანი ლენტი მაგიდაზეა დამაგრებული. მშობელი ირწმუნება, რომ კვლევების დროს ექიმებს ხელთათმანიც კი არ ეკეთათ. 

აღნიშნულ ბაღში პროცედურებს ბათუმის 1 პოლიკლინიკის მედიკოსები ატარებენ. პედიატრიული განყოფილების გამგე განმარტავს,  რომ გამოკვლევა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბავშვთა უფლებები არ დარღვეულა.

გეგმიური ანალიზები კლინიკამ, სულ 10 საბავშვო ბაღში ჩაატარა, პროგრამით 7000 სკოლამდელი ასაკის ბავშვს გამოიკვლევენ.

მე-14 საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ფაქტს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო 126 ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

476