კვირა 22, ივლისი 2018

უკანონო დოკუმენტების დამზადებისთვის ხუთი პირი დააკავეს

17, აპრილი 2018 10:43:00

ფინანსთა სამინისტრომ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის 5 კომპანიის მენეჯერი დააკავა. საგამოძიებო უწყებამ, 5 კანონდარღვევის ფაქტი თბილისში, კახეთში, მცხეთასა და აჭარაში გამოავლინა. უწყება ამ ადამიანებს ედავება ყალბი ანგარიშფაქტურებისა და  სასაქონლო ზედნადებების დამზადებას, რომლის მეშვეობითაც ისინი უფრო მეტ რეალიზებულ პროდუქციას აჩვენებდნენ. კომპანიები სამშენებლო და ხის მასალებზე, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქტებზე მუშაობდნენ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.

თუ ბრალდებულებს კანონდარღვევა დაუმტკიცდათ, მათ 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ. 

462

დღის ამბები