ორშაბათი 23, აპრილი 2018

დაპირისპირება ''ქართულ ოცნებაში''

16, აპრილი 2018 21:20:00

შიდა დაპირისპირება გრძელდება “ქართულ ოცნებაში”. უმრავლესობა ჯერ კულუარულად მსჯელობს, მომავალი კვირისთვის კი სავარაუდოდ პარტიული სხდომა ჩაინიშნება. ცნობილი ხდება, რომ გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას” არა, თუმცა კომიტეტს დატოვებს.

უფრო კონკრეტულად ადამიანის უფლებების კომიტეტიდან, იურიდიულში, ეკა ბესელიასთან გადაინაცვლებს. ურთიერთბრალდებები დღეს კობახიძე-ფოფხაძის ნაცვლად, ფოფხაძე-კილაძეს შორის ისმოდა. დავით ჭიჭინაძე კი კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს.