შაბათი 18, აგვისტო 2018

ბარათაშვილის 24 ნომერში მშენებლობის დროს ხეები დაზიანდა

16, აპრილი 2018 18:56:00

ბარათაშვილის 24 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს, ამწემ ნაძვს და იასამანს ტოტები დაუზიანა. 

კომპანია აღნიშნულ ადგილას 7 სართულიან კორპუსს აშენებს. ისტორიული შენობა კი გასულ წელს დაანგრიეს.

სამშენებლო კომპანია “დარ ბილდინგი” 2017 წლის თებერვალში, მერიის სამსახურმა უნებართვო დემონტაჟისთვის 3000 ლარით დააჯარიმა. მაშინ აცხადებდნენ, რომ კომპანიას არც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა.

რამდენიმე თვეა ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. კორპუსის ხუთი სართული უკვე აშენებულია. ადგილზე ამ წუთებშიც რჩება მძიმე ტექნიკა. სახლთან ახლოს ათობით მრავალწლოვანი ხეა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას, მშენებელ კომპანიასთან აზუსტებს. 

ბათუმის გამწვანების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ინფორმაციას მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გადაამოწმებენ. 

 

631