ოთხშაბათი 20, ივნისი 2018

ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაიგზავნა

16, აპრილი 2018 17:08:00

ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის შესახებ დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაეგზავნა. 

ინფორმაციას ადასტურებს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი. მას გაგზავნის თარიღის დაზუსტება გაუჭირდა. მოგვიანებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ განაცხადი ზონის დამტკიცებაზე ოფიციალურად დღეს გაიგზავნა. 

ისტორიულ ნაწილში მშენებლობების მკაცრი რეგულაციები დადგენა ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ 2018 თებერვალში დაანონსა.  ზონამ უნდა უზრუნველყოს, ძველი ბათუმის არქიტექტურის შენარჩუნება. ისტორიულ უბანში ახალი მშენებლობის მაქსიმალური სიმაღლის 12 მეტრით განსაზღვრა, ისტორიული სახლის დანგრევის მიზანშეწონილობის დასაბუთება და ა.შ.

367

დღის ამბები