ოთხშაბათი 20, ივნისი 2018

ბათუმში ავტომანქანის ფარები მოიპარეს

16, აპრილი 2018 15:13:00

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომობილს ფარები მოხსნეს.  სავარაუდოდ ქურდობა ღამით მოხდა, ავტომობილის მეპატრონეს საკუთარი სახლის ეზოში გაჩერებული მანქანა დილით დაზიანებული დახვდა. 

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო. 

2018 წელს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  დაზიანებისა და გაძარცვის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. სავარაუდო ქურდობების შესახებ მასალებს სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქვეყნებდნენ.

 

1766

დღის ამბები